საზოგადოება
საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, სამმა მინისტრმა დატოვოს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“ "პირველ რადიოზე" დაყრდნობით.

შესაძლოა, იყოს საკადრო გადაწყვეტილებებიც", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება. კაკულიას განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელთა შედეგებს ელოდება როგორც მმართველი პარტია, ისე მოსახლეობა.

მასმედიის ინფორმაციით, თანამდებობებიდან შეიძლება გათავისუფლდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი. იზორიას ადგილზე მოიაზრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, გენერალი შავლეგო ტაბატაძე.

ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა. ის მანამდე 20 წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გენერლის წოდება 2017 წელს მიიღო.

ბოლო საკადრო ცვლილებები მთავრობაში ივლისში განხორციელდა. მას შემდეგ საქართველოს 13-ის ნაცვლად 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი ჰყავს.