საზოგადოება
რაში იხარჯებოდა ფული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის 9 თვეში გამოყოფილი თანხების მოცულობამ 4,5 მილიონი ლარი შეადგინა, გაწეულმა საკასო ხარჯმა კი - 3,9 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ფონდიდან თანხები ძირითადად საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებზე იხარჯებოდა.

მაგალითად, 240 ათასი ლარი გამოიყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტისინიციატივა: აქტიური ახალგაზრდობაუკეთესი საზოგადოებაგანხორციელებისთვის; 182 ათასი ლარისაქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტისბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელიგანხორციელებისთვის; 89,9 ათასი ლარი()იპ მოითხოვე ქართულის პროექტისქართული მცირე და საშუალო წარმოების საინფორმაციო საგანმანათლებლო მხარდაჭერაგანხორციელებისთვის; 123 ათასი ლარი()იპბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრის პროექტის, „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევების ამოცნობა და პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა ბავშვებსა და მოზარდებშიგანხორციელებისთვის ; 104 ათასი ლარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტისთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ უცხოელი პროფესორების აკადემიური და სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება საქართველოშიგანხორციელებისთვის.

649 ათასი ლარი დაიხარჯა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების, აგრეთვე 25-26 მაისს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის.

6 ათასი ლარი გამოიყო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის.

სარეზერვო ფონდიდან თანხები აგრეთვე გამოიყო უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების, კულტურის სამინისტროების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისთვის, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა აღარ გამოიყოფა.