საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ე.წ. ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათი მოთხოვნების შესასრულებლად მთავარი ბერკეტი საქართველოს 800 ათასი მოქალაქის ხმაა.
„ამაზე ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქეებს და მიშლის ხმას. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩენას. პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ ამ ე.წ. ხელისუფლებას. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ემატება კიდევ ერთი სხვა პარტიის ხმები და ამაში თავად ძალიან მალე დარწმუნდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.