უცხოეთი
მაიკ პომპეო - რუსეთი სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, – ეს განცხადება დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „მარშალის ფონდში“ გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთი დასავლურ ფასეულობებს სისტემატურად აყენებს ეჭვქვეშ.

„რუსეთმა ეჭვქვეშ დააყენა დასავლური ფასეულობები – თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობა. მან ეს გააკეთა ოპოზიციური ხმების ჩახშობით, შეიჭრა სუვერენული ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. მოსკოვმა ნერვულ-პარალიტიკური შხამი გამოიყენა სხვა ქვეყნის მიწაზე და ეს აქ, ევროპაში მოხდა. ეს არის იმ კონვენციის დარღვევა, რომელსაც რუსეთი თავადაც აწერს ხელს. რუსეთმა ასევე დაარღვია საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებაც და ეს წლებია გრძელდება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

1tv.ge