საზოგადოება
სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოგზავნილი სემიონ სემენჩენკო, იგივე კონსტანტინ გრიშინი, ქურდი, ლაჩარი და თაღლითი აღმოჩნდა!

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო აცხადებს, რომ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ექვს პირს პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

როგორც სემენჩენკომ თბილისის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი მეგობრები საქართველოში საველე მეგობრების, თანამებრძოლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვიდა. მისი თქმით, ის არავის დაუკავებია.

„საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. შემიძლია, წარმოვადგინო აკრედიტაცია და მოწმობა. 29 ნოემბერს ჩამოვიდა ჩემი ცოლი და ერთად ვისვენებდით. ეს ხალხი ჩემს დაქვემდებარებაში იყო. მათ თითქმის ხუთი წელია ვიცნობ. 2014-2015 წლებში იბრძოდნენ და მსახურობდნენ იმ ბატალიონში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ისინიც და მეც აქ ჩამოვედით საველე მეგობრების, თანამებრძოლების მოსანახულებლად. ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილას ვიკრიბებოდით. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ და გაიარეს შემოწმება, იარაღი არ ჰქონდათ. მათ პოლიტიკური მიზნები არ ჰქონიათ. შეიძლება, ლუკა ჩხეტია აპირებდა წასვლას მიტინგზე, მაგრამ სხვები არა. მე არავის დავუკავებივარ“, - განაცხადა რადას დეპუტატმა.

სემენჩენკოს დაკავების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირუკოვმა გაავრცელა. მისი განცხადებით, საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემიონ სემენჩენკოც იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს- ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

P.S. ვინ არის სინამდვილეში კონსტანტინ გრიშინი, როგორ გახდა წვრილი თაღლითი და ბანდიტი ბატალიონ „დონბასის“ მეთაური და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო, წაიკითხეთ აქ:

Семен Семенченко: от обычного мошенника до живой легенды

აქ:

Семенченко, Семен Игоревич — ДОСЬЕ

და ნახეთ აქ:

Как бандит Костя Гришин по кличке «Капитан» стал Семеном Семенченко