პოლიტიკა
საქართველოში დაკავებულთა შორის უკრაინელი დეპუტატი სემიონ სემენჩენკოც იყო, მან დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ იური ბირუკოვის ცნობით, საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური მიონ სემენჩენკოც იყო.

მე მყავს სხვადასხვა კონტაქტი. ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სემენჩენკო თბილისშია, რომ სემენჩენკომ დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, რომ სემენჩენკომ საკუთარი ხალხი გაწირა და ბოლო მომენტში გაიქცა.

ხვალ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს დიპლომატებს დაიბარებს. სემენჩენკო ხომ თბილისში ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა“, – წერს პოროშენკოს მრჩეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მანამდე უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი დზინდზა წერდა, რომ სემენჩენკომ დაკავებას თავი დიპლომატიური პასპორტით აარიდა.

ჩემი წყარო ადასტურებს, რომ სემენჩენკო გაიქცა და თავისი ხალხი მიატოვა. ეს წყარო ასევე ამბობს, რომ უკრაინელები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქართული სპეცსამსახურების მიერ დანიშნული იარაღის ყიდვას აპირებდნენ“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა თავად დეპუტატი სემენჩენკო. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში დეპუტატი უარყოფს, თითქოს თბილისში დააკავეს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფება და უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს ორ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის პისტოლეტებ, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

ფოტოზე: უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ბატალიონდონბასის მრისხანე მეთაური სემენჩენკო - სააკაშვილის მეგობარი და უკანასკნელი იმედი