პოლიტიკა
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, აგრეთვე რწმენა გამოთქვა, რომ ორი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა შედგება. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ილაპარაკა.
„მე მას შევხვდები. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, ჩინეთთან და ყველა დანარჩენთან“, - აღნიშნა ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის თაობაზე შეკითხვის პასუხად.
„გულწრფელად გითხრათ, იმის შუქზე, რაც უკრაინაში მოხდა, გემებთან და მეზღვაურებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ახლა შეხვედრისთვის შესაფერისი დრო არ არის, - თქვა თეთრი სახლის მეთაურმა, - მე მას სათანადო დროს შევხვდები“.