აქტუალური
ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად სარჩელს ამზადებს და ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად სარჩელს ამზადებენ.

მისი თქმით, რაც მეორე ტურში ხდებოდა, არაფერი ჰქონდა საერთო სამართლიან არჩევნებთან.

მეორე ტურში რაც ხდებოდა, ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის ნათელი მაგალითი და სამართლიან არჩევნებთან არაფერი ჰქონდა საერთო. მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ვითხოვთ მთლიანად საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლას საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც იზიარებს სრულიად ოპოზიცია, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და კანონში უნდა ჩაიდოს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამკრძალავი ნორმები, რომ არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას. კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შემოთავაზებებში დაქართულ ოცნებისგანასეთ კონსტრუქციულ ნაბიჯს მოვითხოვთ.

16 დეკემბერი არის საბოლოო ვადა, რომ დავიწყოთ დისკუსია. რუსთაველზე მისული თვითორგნიზებული ნაკადი გაორმაგდება და გარწმუნებთ, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს და მოგიწევთ მათთვის ანგარიშის გაწევა. ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, თქვენ მოჰპარეთ არჩევანი ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.