რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს — ნაცების გადასახლება ან ნაცების გასამართლება!

 საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის რადიო SPUTNIK, ტელეარხების NEWSFRONT, РБК და ARARAT საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შედეგების შესახებ ინტერვიუს ფრაგმენტები.

 

     ამთავითვე ვიტყვი: ეს არჩევნები კი არა, რეფერენდუმი იყო, რომელზეც ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა სააკაშვილისა და მისი დიქტატორული რეჟიმის დაბრუნებისთვის ან ამის წინააღმდეგ. 780 ათასი ადამიანი თანახმა აღმოჩნდა, ხოლო 1 მილიონ 150 ათასი — წინააღმდეგი, არადა, თუ ხელისუფლება სააკაშვილის იმ 780 ათასი მომხრის ახალ მოთხოვნას არ შეასრულებს, ანუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, სააკაშვილი მათ „ვარდების რევოლუცია-2“-საკენ მოუწოდებს! აკი, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დღეს სააკაშვილმა სასწრაფოდ გამოიძახა თბილისიდან ნიდერლანდებში თავისი მეუღლე უმცროს ვაჟთან ერთად, რათა საქართველოში მძევლებად არ დაეტოვებინა.

     სააკაშვილის პარტიის კანდიდატმა შემთხვევით როდი მოუგო ივანიშვილის პარტიის კანდიდატს საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე და ქართულ არმიაში, მათ შორის, ავღანეთის კონტინგენტში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები კვლავაც ნაცმოძრაობის კადრებით არიან გაძეძგილი, რომლებიც შესაბამის აგიტაციას ეწევიან ქართულ დიასპორებში საზღვარგარეთ. იგივე ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: ერაყში, ავღანეთში და დონბასში „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში ნაბრძოლი მეთაურები მზად არიან, სააკაშვილის ბრძანება შეასრულონ და სამხედრო გადატრიალება მოახდინონ, როგორც ამის გაკეთება დედამისის მეგობარმა ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში სცადა.

     მე-2 ტურში ვაშაძის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ თავდაცვის 4 ყოფილი მინისტრი და 1 გენერალური შტაბის უფროსი ბარამიძე, ოქრუაშვილი, ახალაია (ციხიდანძ, შაშკინი და ჭანკოტაძე. ხოლო ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი იზორია ყოფილი პოლიციელია, ამიტომაც სამხედროებს შორის ავტორიტეტით არ სარგებლობს, მაგრამ მისი თადარიგში გასტუმრება შეუძლებელია ბრიუსელთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეთანხმების გარეშე.

   მომავალში ასეთი კაზუსების თავიდან ასაცილებლად საქართველოს კონსტიტუციაში ორი სერიოზული ცვლილებაა შესატანი — ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სალონური პრეზიდენტი კი არა, რეალური ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი — ნაომარი პროფესიონალი სამხედრო და არა მოლაყბე „მაკნატუნა“ პოლიტიკოსი, რომელიც ავტომოპასუხის მსგავსად გამუდმებით ნატო-სიკეთეებზე ილაპარაკებს!

     2012 წლიდან 6 წლის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ ქონს იკიდებდა, ნაცმოძრაობა განაგრძობდა საზოგადოების ცნობიერებაში სტერეოტიპების ჩანერგვას, რომ რუსი ცუდია“, „რუსეთთან მეგობრობა სამშობლოს ღალატია, ამიტომ დასჯადია“ და პოლიტიკურ ოპონენტებსრუსეთუმეების“, ესე იგი, სამარცხვინო მოღალატეების“ დაღს ასვამდა. ხელისუფლება თავის გასამართლებლად განურჩევლად ლანძღავდა რუს ოკუპანტებს“, იმის ნაცვლად, რომ ოფიციალურად დაეგმო ყოფილი მმართველი პარტიის ნეონაცისტური იდეოლოგია და აეკრძალა მისი საქმიანობა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ბევრი მუხლის ქვეშ ექცევა. ნაცების ირგვლივ არ შეიქმნა საზოგადოებრივი ზიზღის, მიუღებლობისა და მათი დაგმობის ატმოსფერო, ნაცმოძრაობის წევრობა სამარცხვინო კი არა, ლამის პატრიოტიზმის ტოლფასი გახდა, რის შედეგადაც საქართველოში ვითარების უკრაინიზაცია“ მოხდა.

     უკრაინიზაცია“ გახლავთ, როცა ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც კაცთმოძულეობის სენით არის დაავადებული, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ერთიანდება. ნაციზმი, როგორც კაცთმოძულეობის, მოყვასის მიუღებლობის ფორმა, არსებობს თანდაყოლილი (ბანდერელები უკრაინაში) და პროპაგანდის გავლენით შეძენილი (ნაცისტები გერმანიაში, ნაციონალები საქართველოში). ასე რომ, შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს და ორივე სტალინმა გვიანდერძა: ნაცების გადასახლება ან ნაცების გასამართლება!

     სტალინი გადასახლებაში გზავნიდა ნაციზმით დაავადებულ სსრკ-ის ხალხებს, რომლებიც არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებში სახლდებოდნენ, ახალ მიწებს ითვისებდნენ და შრომის წყალობით იკურნებოდნენ, მაგრას საქართველოსთვის ეს მეთოდი არ გამოდგება, ამიტომ:

ნაციონალების საქმე, როგორც ტროცკისტების, ექიმების, სამხედროების, ინჟინრების და სტალინის დროინდელი სხვა მავნებლების საქმეები, უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, ხალხის მტრების პროცესი საჩვენებელი გახადოს და ნეონაცისტური იდეოლოგიის პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს!

     ეს მეთოდი გამოიყენა ერდოღანმა, როცა გიულენის ასიათასობით პუტჩისტი გაასამართლა, სამაგიეროდ, თურქეთი გადაარჩინა. საქართველოში კი საკმარისია 100 პუტჩისტისაგან შემდგარი ბირთვის გაუვნებლება საზოგადოებისაგან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იზოლაციის გზით ან სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის კვალდაკვალ საზღვარგარეთ გაძევებით. კიდევ 100 ზონდერი ციხეში უნდა ჩაჯდეს, ხოლო დანარჩენები იმ ხელისუფლების მხარეს გადავლენ, რომელიც მათ მისცემს სამუშაოს, ღირსეულ ხელფასებსა და პენსიებს!


2018 წლის 29 ნოემბერი