პუბლიკაციები
თბილისში დაპატიმრებული შვიდი ბოევიკი უკრაინიდან სააკაშვილის დავალებით ჩემოვიდა - მათ ვაშაძესთვის უნდა ესროლათ! - საქინფორმი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში დაპატიმრებული 7 ბოევიკი უკრაინიდან სააკაშვილის დავალებით ჩემოვიდამათ ვაშაძესთვის უნდა ესროლათ მიტინგის დროს, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა და რევოლუციის საბაბი გახდებოდა! მაგრამ ვაშაძე მოსკოველმა კოლეგებმა წინასწარ გააფრთხილეს და იგი თავის მცირერიცხოვან მიტინგზე ბრონეჟილეტით მივიდა, ხოლო ხალხის სიმცირის შესანიღბადრევოლუციათავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობასთან, მაჩალიკაშვილ-სარალიძის კარვების ბანაკში გადაიტანა!

 

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე შსს- უკრაინის 7 მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედებათ, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

მათგან სამის ვინაობაქრონიკისთვისცნობილი გახდა. როგორც ირკვევა ისინი, უკრაინაში მებრძოლი სამხედრები - იგორ ორლენკო, იური კოროსტელოვი და როლანდ მელია არიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის არის ლუკა ჩხეტიაც, რომელიც უკრაინაში ბატალიან დონბასისწევრია.

ჩხეტიას ოჯახი ვარაუდობს, რომ მის მას იარაღი ჩაუდეს. დაკავებულის მამა აცხადებს,, რომ მისი ვაჟითავის უკრაინელ ძმებთანერთად დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

ნაციონალური მოძრაობა გუშინ 3 საათზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, რომლის თანახადაც მისი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან თითქმის 20%-ის სხვაობით დამარცხდა. აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.


საქინფორმი