აქტუალური
„რევოლუციონერ“ თაკო ჩარკვიანს - სააკაშვილის პარტიის სახეს - და მის ქმარს ქუთაისის აეროპორტში ხალხმა შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ჩარკვიანის თქმით, მომხდარის შესახებ მან სამართალდამცველებს აცნობა (ვიდეო იხ. აქ).

აეროპორტში შვილს ვაცილებდით, როდესაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა. ამის შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს. დაბეჯითებით გეტყვით, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ისინი გავდნენ ბანდას და მე პირველად შემეშინდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება“, – განუცხადა თაკო ჩარკვიანმა პირველ არხს.

თაკო ჩარკვიანმა სამართალდამცველებს აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება მოსთხოვა, სადაც ინციდენტია დაფიქსირებული.

თვითმხილველმა პირველ არხს ინციდენტის დროს აეროპორტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო მიაწოდა.