უცხოეთი
თეთრი სახლი ტრამპი-პუტინის არაფორმალურ შეხვედრას ადასტურებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა ილაპარაკა. ამის შესახებ გამოცემა Hill-ი წერს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და პირველმა ლედიმ, სადილზე, მსოფლიო ლიდერებთან მთელი რიგი არაფორმალური საუბრები გამართეს. მათ შორის იყო პრეზიდენტი პუტინიც“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

მანამდე კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ერთმანეთს გაესაუბრნენ.

მედიის ცნობით, სამიტის მსველობის დროს, პუტინი და ტრამპი ერთ დარბაზში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთმანეთს არ მიესალმნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

imedinews.ge