პოლიტიკა
საქართველო არ ითანამშრომლებს რუსეთთან, სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორც ამჟამად - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორც ამჟამად ჩვენი ოკუპაციის ხაზზე: იქ ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს, ეს ხაზი სულ უფრო და უფრო იწევა თბილისისკენ, ეს მუდმივი საფრთხეა. ასევე ის, როგორც ის იქცევა უკრაინასთან, არ მგონია, რომ ჩვენ მასთან უნდა ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში 28 ნოემბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩვენ ვართ ევროპა და გვაქვს პროევროპული პოლიტიკა. თუ დასავლეთი, ევროპა და ამერიკელი პარტნიორები რუსეთთან რაიმე ფორმით დიალოგზე წავლენ, ჩვენ მივიღებთ მასში მონაწილეობას, მნიშვნელოვანია ასეთი მოვლენების მონაწილენი ვიყოთ, რათა ჩვენი პრინციპები, ამოცანები, ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს მხარდაჭერილი. მოლაპარაკებათა მაგიდასთან ამ პრინციპების შესახებ არ უნდა იყოს დავიწყებული. ასეთია ჩვენი გეგმა, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ არის ბატონი პუტინი თქვენთვის?” - ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან
პირველად საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოუწია მოლაპარაკებამ რუსული ჯარების გაყვანის შესახებ:

შესაძლოა, მაშინ ის სხვა პუტინი იყო, ვინაიდან მაშინ რუსეთი დათანხმდა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას. არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, იმის მიუხედავად, რომ იგივე დიპლომატიური უნარები მაქვს დღესაც. ვფიქრობ, დღეს, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი დამოუკიდებლად მიიჩნევს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, ბლოკავს რუსეთთან ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობას”.

იქვე ზურაბიშვილმა რუსეთთან სამომავლო დიალოგი არ გამორიცხა:

ჩვენ უნდა გვქონდეს მომავალში დიალოგი, თუმცა მხოლოდ ჩვენ არ უნდა წარვმართოთ საუბარი, ჩვენ ამ საერთო დიალოგის ნაწილი უნდა ვიყოთ. თუ ეს მოხდება, უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მე რუსეთთან წარმართავდი, ყოველი მოლაპარაკებათა სესიის წინ და შემდეგ, მე მქონდა კონსულტაციები ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ამერიკის საელჩოსთან, და მეორე მხარემ იცოდა ამის შესახებ და იღებდა ამას.

ეს არის საქართველოს მკაფიო პოზიცია და ჩვენი გაბრიყვება შეუძლებელია, მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც თავს ისულელებს. ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი პოზიცია და ის უნდა იყოს შეთანხმებული პარტნიორებთან”.