საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულ ორ სამხედრო ბაზაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 90 ხმით მოუგო.
ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 452 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი - 362.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში შედეგი საპირისპირო იყო. 28 ოქტომბრის არჩევნებზე ავღანეთის ორივე უბანზე, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფზეც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მან ჯამში 397 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი 136 ხმით ნაკლები, ანუ 261 ხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 59,6%-ით იმარჯვებს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმათა 40,4% აქვს.