საზოგადოება
ოპოზიციამ სააკაშვილის პარტიის მეთაურობით და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა უარი თქვეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის თაობაზე სააკაშვილის ბრძანების შესრულებაზე

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია დაძალა ერთობაშიარეალურად აჩვენებს საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.