პოლიტიკა
სერგეი ლავროვმა შვეიცარიის მხარეს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის ეფექტიანი და კეთილსინდისიერი შესრულებისთვის.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგასთან იგნაციო კასისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსულმა მხარემ შვეიცარიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ჟენევის დისკუსიების მასპინძლობისთვის.

დავუდასტურეთ მადლიერება ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობ 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოში რუსეთის ინტერესებსა და რუსეთში საქართველოს ინტერესებს შვეიცარიის საელჩოს სპეციალური სექცია წარმოადგენს.