პოლიტიკა
მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებას

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები რიგ საკითხებში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას გაჯანსაღებისა და ნორმალიზაციის შესაძლებლობას მიცემს,” – აღნიშნა RIA-სთან გრიგორი კარასინმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40,48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59,52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 3 705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.