უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - მრჩება შთაბეჭდილება, უკრაინამ სადილად ახალშობილები რომ მოითხოვოს, ალბათ მიართმევენ (ვიდეო)

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო „პატარა ინციდენტი“. პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება (ვიდეო იხ. აქ).

„უკრაინაში საომარი მდგომაროება ყირიმის მიერთებისა და დონბასში კონფლიქტის დროსაც კი არ გამოუცხადებიათ. ეს კი მხოლოდ პატარა ინციდენტი იყო“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინულმა ხომალდებმა განზრახ დაარღვიეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რასაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ელფერი აქვს.

„უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი დაბალია. ის მეხუთე პოზიციას იკავებს ამ რეიტინგში. მას მეორე ტურში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. ამიტომ აუცილებელია რაღაცის გაკეთება, სიტუაციის დაძაბვა და ოპონენტებისთვის ისეთი ბარიერის შექმნა, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება „ანტირუსულ განწყობებს“ სარფიანად ჰყიდის.

„უკრაინის ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩა. მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ ყველაფერს შეარჩენენ. რომ მოითხოვონ სადილად ახალშობილები, ალბათ მიართმევენ“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 25 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში მოძრავ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. შემდეგ კი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი სამხედროები და გემები დააკავა.

1tv.ge