საზოგადოება
გია აბაშიძე: არის თუ არა “რუსთავი 2” ფეიკ ნიუსერი? მათ საინფორმაციო გამოშვებებში 79,4% ყალბი, ინტერპრეტირებული და დამახინჯებულია

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. არის თუ არარუსთავი 2” ფეიკ-ნიუსერი?- ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მის მიერ ჩატარებული “რუსთავი 2”-ის მედიამონიტორინგის შედეგებს:

შევარჩიე 3 კონკრეტული დღე (19-21 ნოემბერი). ძირითადი მიგნებები: საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების 79,4% ყალბი ან ინტერპრეტირებული/დამახინჯებულია;

თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კიკვირის აქცენტებში”, არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება თავად გადაცემის წამყვანების მხრიდან;

როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირი იყო გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება;

ჟურნალისტების მხრიდან არაერთხელ მოხდა საკუთარი აზრების ფაქტებად წარმოჩენა და პირდაპირი დასკვნების ტირაჟირება;

კვლევის პროცესში, პოზიტიურ და ნეიტრალურ კონტექსტში ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები გაშუქდა;

პოლიტიკური თუ საინფორმაციო-ანალიტიკური შოუების გაშუქებისას, შეინიშნებოდა ტენდენციური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და ხდებოდა მისი დაუფარავი კრიტიკა;

თოქ-შოუების გაშუქებისას ხდებოდა სალომე ზურაბიშვილისრუსეთის პროექტადდა მოღალატედ წარმოჩენა;

ხშირად სიუჟეტები ეგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ხშირი იყო კადრებით და მუსიკით მანიპულირება, განსაკუთრებით თოქ-შოუებში”, - წერს გია აბაშიძე.