საზოგადოება
მისაბაძი მაგალითი ქართველებისთვის - ერდოღანმა სოროსის ფონდი თურქეთიდან გააგდო

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჯორჯ სოროსის ფონდი ღია საზოგადოება თურქეთში ოპერირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები ფონდის მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება ცდილობდა, მოეძებნა კავშირი 5 წლის წინ თურქეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ფონდს შორის, რასაც ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ.

„ღია საზოგადოებაში“ აცხადებენ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეეცდებიან დაასრულონ პროექტები და ოპერაციები, რომლებსაც ფონდი თურქეთში ახორციელებდა.