პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის წარმომადგენელ ტოივო კლაარს, გაერო-ს წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუსა და ეუთო-ს წარმომადგენელ რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა რუსულ მხარეს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან კონსულტაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრისას განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და 11-12 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მზადება.