აქტუალური
საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას ცალმხრივი სანქციების პოლიტიკაზე და შეხების წერტილები მოძებნოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ВТБ Капитал“-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა რჩევები შეიძლება იყოს? აშშ-მა უარი უნდა თქვას ცალმხრივი სანქციების პოლიტიკაზე და შეხების წერტილები გამოძებნოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ეს გვსურს. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. იმედი მაქვს, არგენტინაში თუ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი გვექნება, ამაზეც ვისაუბრებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონსენსუსი უნდა გამოძებნოს ქვეყნის ელიტის შიგნით და ყველა კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე განაწყოს.