პუბლიკაციები
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი.

"პირველი ტურის შემდგომ, ეგზიტპოლებზე ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევაც აღარ გახლავთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე რომ გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.

თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში , ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა პროცესები პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება და ყველაზე მთავარი რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში.

მეც აქ მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და მინდა ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, რომ მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

მოკლე პერიოდი, რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში, რაც ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ეს არ არის ბევრი წლებით თუ გადავთარგმნით, ის რაც საზოგადოებამ აჩვენა, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.

გუნდმაც გააკეთა რეაქცია, პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება.

მე მინდა ძალიან   დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის,   ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ,   მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება , რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ.

დიდი მადლობა კიდევ ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა. ჩვენ ასეთივე თავდადებით შევეცდებით, გუნდთან ერთად, აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში- ჩვენს ევროპაში."