პუბლიკაციები
საქართველო. 29 ნოემბერი, საქინფორმი. ცესკო წინასწარ შედეგებს აქვეყნებს - ამ დროისთვის დათვლილია ოქმების 98,54% 3640 უბნიდან. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,62% (1142260 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,38%–ს (773737).
საქინფორმი ულოცავს გამარჯვებას სალომე ზურაბიშვილს, პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის თავჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს!
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.