აქტუალური
Edison Research & Gallup: გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა – საქინფორმის პროგნოზი სრული სიზუსტით დასტურდება!

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

Gallup International-ის, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია, «იმედმადაუკვეთა,და Edison Research-ის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია რუსთავი 2“-მა დაუკვეთა, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის არის 165 000 ხმა. Edison Research-ის მონაცემები თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 55%.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქინფორმის 26 ნოემბრის პროგნოზით, ზურაბიშვილი სწორედ 10%-იანი უპირატესობით იმარჯვებს: „ზეგ, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური ჩატარდება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ექსპრემიერ ივანიშვილის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელშიც 10 პროცენტის უპირატესობით ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს“, - წერს, კერძოდ, საქინფორმის მთავარი რედაქტორი.