რელიგია
საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა. უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„გილოცავთ ისტორიულ დღეს, ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ!”, – აღნიშნა პატრიარქმა.