საზოგადოება
გამოკითხულთა 53 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 53% საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

ამასთან, შეკითხვაზე: ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში? 33%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიმართ გამოხატა, 7-7%-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ორივე კანდიდატის გადახაზვას გეგმავს.