საზოგადოება
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს - Edison Research

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური დღეს რომ ტარდებოდეს, გრიგოლ ვაშაძე ხმების 56%-ს მიიღებდა,

სალომე ზურაბიშვილი - 44%-ს.

ხმები ასე სრული ალოკაციის შედეგად გადანაწილდა.

რაც შეეხება ალოკაციის შედეგად მიღებულ ზოგად შედეგებს, ისინი ასე გამოიყურება:

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 41%;

სალომე ზურაბიშვილი - 36%;

არ ვიცი/არ ვპასუხობ - 15%;

არც ერთს - 8%.

ორგანიზაციამ კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. Edison Research-მა 1 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 2 ათასი ამომრჩეველი გამოჰკითხა.

შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.