საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რისი გარანტიც გახლავთ „ქართული ოცნება“! - პრემიერი

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, იმ სტანდარტების დაცვით, რომელთა გარანტიც გახლავთ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან საქართველოში რაც კი არჩევნები ჩატარდა, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისინი ჩატარდა უმაღლესი სტანდარტის დაცვით.

„2012 წელს არჩევნები როგორ ჩატარდა, ეს მოსახლეობას კარგად ახსოვს. არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. 2012 წლიდან სწორედ მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა, რამაც უზრუნველყო ორი რამსაქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის ყველაზე უკეთესი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნა ფორმატი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირი ესაუბრება ამ სტატუსით. სწორედ ეს არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში უპირველეს ყოვლისა შედის ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, აქ კითხვის ნიშანს ვინც სვამს, ისინი უკეთებენ თავიანთ სამშობლოს ყველაზე ცუდ საქმეს.

ქართველ პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, რადგან საქართველო წარმატებულია ამ გზაზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ მხოლოდ პარტიულ წარმატებაზე. „ქართული ოცნებაუზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო იყოს წარმატებული როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ.