აქტუალური
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ისევ იზრდება

sesxebiსაბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ისევ იზრდება. 2011 წლის იანვარში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 180 მილიონი შეადგინა, რაც 6 მილიონით მეტია დეკემბრის მაჩვენებელზე. ვადაგადაცილებული სესხების კუთხით მკვეთრი კლება დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც ნოემბრის შემდეგ სესხების მოცულობა 203 მილიონიდან 173 მილიონამდე შემცირდა. ვადაგადაცილებული სესხების ზრდას ბუნებრივ პროცესს უწოდებენ ბანკების ასოციაციაში. ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ პრობლემური სესხების მოცულობა პერიოდულად იკლებს ან იმატებს. თუმცა, ზურაბ გვასალიას თქმით, ეს საბანკო სექტორს პრობლემებს არ უქმნის. მისივე განცხადებით, ბანკები ცდილობენ, კლიენტებს შეუწყონ ხელი და სესხების რესტრუქტურიზაციას აკეთებენ, რაც თავისთავად ვადაგადაცილებულ სესხად ითვლება.