პოლიტიკა
სააკაშვილი ახალ რევოლუციას ამზადებს. კიევის მაიდნის როლს თბილისში თავისუფლების მოედანი შეასრულებს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის მიერ ლობირებული საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროს გიორგი ვაშაძეს შორის სატელეფონო საუბრის სრულიად ახალი აუდიოჩანაწერი. ფაილს „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“ ჰქვია და შემდეგი ორი წინადადება ახლავს: „მიხეილ სააკაშვილი ახალ რევოლუციას ამზადებს. კიევის მაიდნის როლს თბილისში თავისუფლების მოედანი შეასრულებს.“

 

მკითხველს ვთავაზობთ ამ აუდიოჩანაწერს:

მიხეილ სააკაშვილი – თქვენ რაღაცა არა ხართ რევოლუციის ხასიათზე;

გიორგი ვაშაძე – დღეს, მართლა გეუბნები, ახლა ბაქრაძეც იქ იყო, „კაროჩე“ ფული, ფული, ფული, აკერიათ პირზე, ფულის გარეშე რა ჩემი ყ… უნდა ვქნათ, რა აზრი აქვს. ვეუბნები, ბიჭო, დავიწყოთ მაგის დედა ვატირე, თუ არ დავიწყეთ, რა ფული მოვა? ხომ უნდა თქვას, რომ რაღაც შედეგზე შეიძლება გავიდნენ რაა, სიტყვაზე ვამბობ…

მიხეილ სააკაშვილი – მე მაგ ინტრიგებში ჩარევას არ ვაპირებ, არ მინდა, ზოგადად, მაინტერესებს, მიყვარხართ, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ რა გიყოთ ახლა, არ მიგატოვებთ…

გიორგი ვაშაძე – ნერვები მეშლება „პროსტა“, რა, რისი იმედი აქვთ მაგ ყ…ბს ?

მიხეილ სააკაშვილი - ჰო და მთელი აქცია სინამდვილეში, როგორც კი ესენი ამას გააკეთებენ, ფულის პონტია და ვსიო „ნახუი“, ვაშაძე არ იწვევს ახლა ხალხში სიყვარულს, მარა, მეორეს მხრივ, ვაშაძე არის აქტიური ტიპი;

გიორგი ვაშაძე – თვითონაც არ მიაჩნია თავი კაცად, თორე სხვას რომ მიაჩნდეს... რა არის ისეთ ყ… ბაზრობს ხოლმე, ხალხი გამო…ბულია;

მიხეილ სააკაშვილი – საბოლოო ჯამში შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ და თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, ბოდიშს ვიხდი, უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე, ძაან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ;

გიორგი ვაშაძე – ხომ ხედავ, რომ ვერ ვშვებით;

მიხეილ სააკაშვილი – არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს, მე არ ვარ შეჩვეული, როცა არ სრულდება;

გიორგი ვაშაძე – ისრაელთან დაკავშირებით მთელი ამბავია ატეხილი, გუშინ ღამე ვეკონტაქტებოდი რა;

მიხეილ სააკაშვილი – მაგ ღორების დედაც… „პროსტა“, ისიც იფიქრეთ, იქ 1000 დაინტერესებული პრ...ია ადეიშვილის გამწარებული.