სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

დაცვის მხარემ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატი სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ილაპარაკა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.