აქტუალური
დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიის იმიგრაციის სამსახურის, ეროვნული პოლიციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დანია შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, დანიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას.