უცხოეთი
რუსეთის ГРУ-ს უფროსი აშშ-ში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ვიცეადმირალი შეიძლება გახდეს

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსად შესაძლოა აშშ-ს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული ვიცეადმირალი იგორ კოსტიუკოვი დანიშნონ. ამის შესახებ სააგენტო ТАСС საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, იგორ კორობოვის გარდაცვალების შემდეგ კოსტიუკევი ГРУ-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უკვე დაინიშნა. კოსტიუკოვისთვის პუტინს 2017 წელს ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, აშშ-მა კი 2018 წლის სექტემბერში ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით სანქციების სიაში შეიყვანა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ-ს) უფროსი 62 წლის იგორ კორობოვი მძიმე სენისგან დღეს დილით გარდაიცვალა.

imedinews.ge