საზოგადოება
გრაჩევსკი: ჩვენ საქართველოში მშვიდობით, ხელოვნებით და გახსნილი გულით მოვდიოდით

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საბავშვო კინოჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ბორის გრაჩევსკიმ კომენტარი გაუკეთა იმას, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე კულტურულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად არ შემოუშვეს.

ეს საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლა იყო. დიდხანს და გულმოდგინედ ვემზადებოდი ამისთვის, მეუღლესთან ერთად ვგეგმავდით კლიპის პრემიერ, სიმღერის პრემიერ, ჩვენ მოვდიოდით მშვიდობით, ჩვენ მოვდიოდით ხელოვნებით, გახსნილი გულით, შედეგი კი აი, ასეთი იყო. ჩემს ხელთ მხოლოდ კინო, ხელოვნებაა“, - თქვა გრაჩევსკიმ Sputnik Грузия-სთან საუბარში.

სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, როცა მას სადმე იწვევენ, უბრალოდ მიემგზავრება და ყველაზე ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რა მოუვა ამისთვის და, საერთოდ, ღირს თუ არა წასვლა. მართალია, საწყენი სიტუაცია იყო, მაგრამ არა სასიკვდილო, - აღნიშნა მან.

ჩემდა გასაკვირად, ჩემს პირველ ნაბიჯებზეც კი სასაზღვრო სამსახურთან იქ მსხდომმა ახალგაზრდა ქალებმა ჩემს დანახვაზე გაიღიმეს, იცოდნენ, ვინ ვიყავი. მათ დამიწყეს მოყოლა, რომ ბავშვებთან ერთად უყურებენერალაშს“. აი, ეს იყო ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი“, - ხაზი გაუსვა გრაჩევსკიმ.

ქართველმა მესაზღვრეებმა ოთხშაბათს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსული კინოს ფესტივალის პაემანი - კინორომანი" სამი მონაწილე - რუსი რეჟისორი, საბავშვო ჟურნალერალაშის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი, მისი მეუღლე ვერონიკა ბელოცერკოვსკაია და ფესტივალის გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პირჟოკი.

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მომხდარი იმით ახსნა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც კრძალავს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) ჩასვლას რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე. საქართველომ ეს კანონი მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა სცნო.