საზოგადოება
რუსული კინოს ფესტივალის დამაარსებელმა ქართველ მაყურებელს მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. უცნაური გაუგებრობა საქართველოს და რუსეთის მეგობრობისა და ერთიანობის ტრიუმფით დასრულდა - რუსული კინოს ფესტივალი პაემანი - კინორომანი თბილისში სავსე დარბაზის ფონზე გაიხსნა, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების დამაარსებელმა და პროდიუსერმა ვლადიმირ პიროჟოკმა.

ქართველმა მესაზღვრეებმა ოთხშაბათს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსული კინოს ფესტივალის „პაემანი - კინორომანი" სამი მონაწილე - რუსი რეჟისორი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი, მისი მეუღლე ვერონიკა ბელოცერკოვსკაია და ფესტივალის გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პირჟოკი. „Sputnik-საქართველოს" პრესცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტები ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მხოლოდ პოლიტიკურ კითხვებს უსვამდნენ და არა კითხვებს კინოფესტივალის შესახებ.

მინდა, მადლობა ვუთხრა ქართულ აუდიტორიას იმისათვის, რომ გუშინ მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, როდესაც რუსეთის მშვიდობიანი, ყველაზე მხიარული და მზიანი რეჟისორი და პროდიუსერი ბორის გრაჩევსკი და მე, რომელიც ვაღმერთებ საქართველოს, რომლისთვის საქართველო - დიდი კულტურის სამშობლოა, არ შეგვიშვეს ქვეყანაში, ამის მიუხედავად გუშინ ქართველმა მაყურებელმა ჩვენ ფესტივალს მხარი დაუჭირა, რადგან ფესტივალის გახსნაზე კინოს სახლის სავსე დარბაზი ტაშს უკრავდა რუს მსახიობებს, რეჟისორებს და კინემატოგრაფისტებს“, - გვიამბო პიროჟოკმა.

ფესტივალის პროდიუსერის თქმით, ცერემონიაზე გამოვიდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე, რომლის შემოქმედება აკავშირებს საქართველოს და რუსეთის ხალხს, მისი ერთ-ერთი სურათის გმირი, მსახიობი და მომღერალი ელგუჯა ბურდული, ასევე მომღერალი და პოეტი ვაზგენ ოგანესიანი, რომელმაც თავისი გამოსვლა დაიწყო სიმღერით „ყვავილების ქვეყანა“.

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მივიდნენ ცერემონიაზე და თბილი სიტყვებით გაიხსენეს ჩვენი მეგობრობა და შემოქმედება. ფესტივალის გახსნაზე შედგა ალექსანდრ შეინის ფილმვმაიაკოვსკის“ (ВМаяковский) პრემიერა, რომლის გმირი წერდა: „როგორც კი დავაბიჯე ფეხი კავკასიას, მყისვე გამახსენდა, რომ მე ქართველი ვარ...“ ეს იყო საქართველოს და რუსეთის ამაყი შვილი და დიდი პოეტი. გუშინ მის სამშობლოში, საქართველოში მის შესახებ ფილმის პრემიერა ვაჩვენეთ. დღე, რომელიც გაუგებრობით დაიწყო, დასრულდა ჩენი მეგობრობის ტრიუმფით და ჩვენი კულტურის ერთიანობით“, - განაცხადა ვლადიმირ პიროჟოკმა.

რუსული კინოს ფესტივალი პაემანიკინორომანი" თბილისში 21–23 ნოემბერს იმართება.

ღონისძიების მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.