საზოგადოება
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეების საკრედიტო ვალების მიყიდვაზე უარი უთხრა, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, სააკაშვილის დედის ბოიფრენდის ლადო გურგენიძის კომპანია გახლავთ!

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ბიძინა ივანიშვილის ბანკმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, ყველა ბანკისაგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან გამოისყიდოს საქართველოს 600 ათასი მოქალაქის კრედიტები, რომლებიც 2 ათას ლარს არ აღემატება, რაც მთლიანობაში შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს (555 მილიონ 555 ათას დოლარს), მათი ჩამოწერის მიზნით. ანუ, მიმდინარე წლის 15-დან 31 დეკემბრამდე „შავ სიაში“ მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების დავალიანებები განულდება. ცხადია, ბანკ „ქართუს“ ამ უიმედო ვალების გამოსყიდვა, რომლებიც ისედაც ჩამოსაწერია, მინიმალურ პროცენტად სურს, რაც ხელს არ აძლევს ერთადერთ მიკროსაფინანსო კომპანიას - „ვივუს-ჯი“-ს.

სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი დედისთვის გამორჩეულად საყვარელი ლადო გურგენიძის კუთვნილმა კომპანიამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გაღატაკებულ კლიენტებს ყველაფერი უკანასკნელ კაპიკამდე, ანუ თეთრამდე, გამოსწოვოს და მშივრები დატოვოს ქუჩაში...