საზოგადოება
ფანდარასტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს, ანუ რას იწვევს კოკაინი...

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანმა სააკაშვილს შეკითხვა დაუსვა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ წევრზე, მოძრაობის „კოკოითი ფანდარასტ!” ყოფილ ხელმძღვანელ ვლადიმერ სანაკოევზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

ვისზე საუბრობთ? ახლა რა შუაშია... თქვენ შეიძლება, კარგად გახსოვთ, მე ნაღდად არ მახსოვს, ვისზეა საუბარი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს, რაღა თქმა უნდა, ახსოვს, რომ 08.08.08. ომამდე სააკაშვილი პირადად კურატორობდა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებით შექმნილ პროექტებს - პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „ალანიას“ და მოძრაობას კოკოითი ფანდარასტ!. ამით სააკაშვილი ცდილობდა სამხრეთ ოსეთში „ფერადი“ გადატრიალების განხორციელებას, როგორც 2003 წლის ნოემბერში მოახდინა „ვარდების რევოლუცია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით. ამიტომ სააკაშვილს ახლა ხელს არ აძლევს აღიარება, რომ ოსი „სააკაშვილი“, რომელსაც მაშინ ლიდერის როლი უნდა შეესრულებინა, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ანდა სააკაშვილს კოკაინის დიდი დოზების მუდმივი მოხმარებისგან მეხსიერებაში ჩავარდნები აქვს!