პოლიტიკა
ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიგვეღო - გიორგი გახარია რუსი რეჟისორების საქართველოში არ შემოშვებაზე

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსი კინემატოგრაფისტების თბილისის აეროპორტიდან გაბრუნების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს შინდისში უპასუხა.

ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.