საზოგადოება
„პაემანი რუსეთთან“ - დღეს თბილისში რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი – კინორომანი“ გაიხსნება

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ფესტივალი პაემანიკინორომანი თბილისში 21–23 ნოემბერს გაიმართება.

ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ–ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების გამტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის „პაემანი – კინორომანი“ საინფორმაციო პარტნიორია.

კინოფესტივალის პროგრამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

ფესტივალისპაემანი რუსეთთანდამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი;

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე;

რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალერალაშისსამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი;

რუსი პროდიუსერი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, კინოჯგუფის 2ПЛАN2 გენერალური პროდიუსერი ალექსანდრ შეინი;

რუსი მომღერალი და მსახიობი ეკატერინა ბელოცერკოვსკაია;

პოეტი ვაზგენ ოგანესიანი;

კინომსახიობი, მომღერალი ელგუჯა ბურდული.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.