საზოგადოება
წყლის მრიცხველი 100 ლარი ეღირება

wyali_mricxveli„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის გამრიცხველიანების პროცესის ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს. ინდივიდუალური წყლის მრიცხველი - ყველა ოჯახს - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც წყლის კომპანიამ 2015 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მრიცხველის მოწყობის მაქსიმალური საფასური 100 ლარით განისაზღვრება და იგი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბონენტმა ეტაპობრივად თავად უნდა დაფაროს. ჯერჯერობით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, გამრიცხველიანება უახლოეს მომავალში დაიწყება.