პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: ზაქარა ვენახს ყიდის

 უყვარს ზაქარას დილაბნელზე ეზოში ძელსკამზე ჩამოჯდომა და ძილბურანში მყოფი ბუნების ჩურჩულის მოსმენა. გვიანი შემოდგომის განთიადი სუსხიანი მოლოდინის უამრავი საზრუნავით დამძიმებული იფშვნეტს თვალებს და დღევანდელი ცხოვრებასავით დაუნდობელი ყინვის აბობოქრების განუკითხავი ძალადობის უიმედო მსხვერპლივით ელოდება. რა შეედრება ზამთართან დასახვედრად უზრუნველყოფილთა ცაში მოფარფატე თეთრი ფანტელების ნებივრობის მზერით გართობას. სიცივე გალიაში მოტანებული მხეცივით უღრენს ცხოვრების ნებიერთა განცხომას, რომელიც თანამემამულეთა უბედურების საძირკველზე დგას და ავიწყდებათ რომ ეს ნებივრობა წუთისოფელივით გაელვებაც არ არის, რომლის შემდეგ მონანიების მწარე სინანულად შერჩებიან განგების სუსხიან განაჩენს. ახლა კი მედროვეთა ყეენობის განუკითხაობის მსხვერპლი, ისტორიის უამრავ საშინელ კასკადს გამოვლილი ერის უძღებ შვილთა მუხთლობის შედეგად უბედურების გზაზე შემდგარ ქვეყნის მამულიშვილთა გულისტკივილით ამოოხვრა აშფოთებს სმენას.

ზის ზაქარა ძელსკამზე და წლების სიმრავლით დამძიმებული მხრების აწევა უჭირს. უთავდება ამ ქვეყნად ყოფნის ლიმიტი, წავიდა მისი თაობა, ერთეულებიღა დარჩნენ ჟამთასვლის ჭირვეულობა რომ არ ჩქარობს მათი სულის დაჩაჩანაკებული სხეულიდან ამოძრობას. ეს არ ანაღვლებს ზაქარას, თავისი თაობის სავალ გზას ვერავინ ვერ აცდება. ახალგაზრდების ბედი აწუხებს, გაუსაძლისი ცხოვრების უიმედობა სამშობლოდან გაფრთხობის გზაზე რომ აყენებს. თვითონ კი მასავით შემორჩენილები მალე დატოვებენ ამქვეყნიურ გაწამაწიას, შთამომავლობას კი დაკარგულ სამშობლოს უტოვებენ.

ვინ წაართვა მომავალ თაობას სამშობლო?! - ფიქრებში გართულმა ამოიღრიალა. უცებ გამოერკვა, მიმოიხედა, დილაბნელი ისევ ძალაში იყო. - ვინ წაართვა მომავალ თაობას სამშობლო?-გაღმა ხეობიდან კლდეთა ეხო გამოეხმაურა მხოლოდ.

ნორმალური ადამიანი მაშინ არის ბედნიერი გამართული ცხოვრების ამაყი ერის შვილების უფრო უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვას შვებად და სიამაყედ რომ მიჰყვება.

მტერმა სამშობლოდან შეიძლება გაგაძევოს, შენს მამულში ვიღაც მოძალადე მომხდური გაჯეჯილდეს. შენ კი გუდა-ნაბად აკიდებულ ლტოლვილად გაქციოს, რომელიმე ქვეყანას შეკედლებული ყველაზე დამამცირებელი სამუშაოს შესრულებით რომ ახერხებს გაწამებული სიცოცხლის ამგვარად მოპოვებული მწარე ლუკმით შენარჩუნებას. ადგილზე დარჩენილები კი კვნესა-გოდებით რომ მიათრევენ დამბრყობის მიერ დადგმულ დამამცირებელ მძიმე უღელს. რაგინდ ძლიერიც არ უნდა იყოს მოძალადე, როცა ყველა ერთნაირად განიცდის ამ საშინელებას, მტრის სიძულვილით შემჭიდროებული და გამარჯვების რწმენის ძალა შეძენილი ერი აუცილებლად დაამხობს მის თავხედობას. ეს ის იმედია ყველა მამულიშვილის მკერდში სიკეთის, სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის ჩაუქრობელ ჩირაღდნად რომ გიძგიზებს. არავითარ ბოროტ ძალას არ შეუძლია მისი ჩაქრობა, რამეთუ ეს ნათელი იმედი მებრძოლ ერთან ერთად ცოცხლობს.

ერს როცა თავისივე უძღები შვილები გადაქცევიან უბედურებად, რა ეშველება იმ ცეცხლს ერის შვილების მკერდში ჩაუქრობელ ჩირაღდნად რომ გიზგიზებს?! სამშობლოს ისინი ყიდიან, ვისაც მისი დაცვა და გამძლავრება ევალება. კაცობრიობის მიერ გავლილ გრძელ გზაზე ადამიანთა მიერ დაგროვილ უამრავ ბოროტების ყულაბაში ყველაზე საზარელი და მიუტევებელია სამშობლოს, - ერის ღალატი; რომელთაგან მიყენებული ტკივილის დასაამებლად ვერანაირი მონანიების ცრემლების ფრქვევა ვერ გამოდგება, მითუმეტეს, თუ მონანიების მიერ ღალატი თავის შენიღბული ჯადოქრობის სასიკეთო ჭეშმარიტებად გასაღების მცდელობას აგრძელებს.

ამას რას მოვესწარი, კაცო?! - ამოიგმინა ზაქარამ და ფიქრი თავის განვლილ ცხოვრების გზას გადახედა სამამულო ომის დროინდელი გაჭირვება გაახსენდა, სკოლიდან დაბრუნებულს სახლში საჭმელი რომ არ ეგულებოდა, სანამ სამუშაოდან დაბრუნებული დედა პატარა პურის ნაჭერს მიუტანდა, მაგრამ იყო რწმენა გამარჯვების და ბედნიერების მომავლისა. ქვეყანას სათავეში ედგა ადამიანთა თანასწორი და ბედნიერი ცხოვრების იდეების და მის პრაქტიკულად განხორციელების ხუროთმოძღვარი, ხალხის მაჯისცემით რომ ცოცხლობდა და მის ბედნიერებისთვის ზრუნვას ეძღვნებოდა ამ განუმეორებელი გენიოსის სიცოცხლე. კაცობრიობა ფაშისტური ჭირისაგან რომ იხსნა და გამარჯვებული ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიყავდა წარმატებისა და ბედნიერებისაკენ. მისი გარდაცვალება სანატრელი ცხოვრების გზაზე შემდგარი, გამძლავრებული ქვეყნის მოსახლეობამ ცხარე ცრემლებით დაიტირა, - სიკეთისა და ბედნიერების მატარებელი რა სასწაულებრივი ადამიანი დავკარგეთ, რაც დრო გადის სულ უფრო მწარე სინანულად რომ გვახსენდები, კაცო! - ამოიღრიალა ზაქარამ. - მის სახელთან დაკავშირებული კომუნისტური პარტიის ავტორიტეტიც განუზომელი იყო. შემდეგ დარჩენილმა თავდაჯერებულმა კარიერისტმა ლილიპუტმა ეგოისტებმა სტალინის საქმეების ღრღნაში ქვეყანა ისე გააღატაკეს და დაეშალათ, რომ დიდ ომში გამარჯვებული და გამძლავრებული დამარცხებულთა დასაცინად აქციეს. კომუნისტური პარტია კი ბედნიერ ცხოვრებას რომ გვპირდებოდა მექრთამე, მომხვეჭელი, უტვინო კარიერისტებით ისე დაბინძურდა, რომ ველურ კაპიტალიზმში ამოვყავით თავი. სტომაქის ტყვე ახლანდელი გაუმაძღარი ბღენძი ხელისუფალნი კიდევ ევროამერიკული რეკომენდაციებით ბატონ-ყმობის კარებზე აკაკუნებენ. უამრავ გარყვნილ-გადაგვარებულ ადამიანთა მოდგმის გაპარტახებულ ვაგლახთა სასაცილოდ გქცეულმა ანტისტალინურმა ღავღავმა მისი სიდიაედე და გენიის შარავანდედის კაცობრიობის სასიკეთო კავშირი უფრო მკაფიოდ გამოაჩინა. ის დალოცვილი! რამდენიმე საუკუნით წინ იყურებოდა. მის შემდეგ დარჩენილი კარიერისტული ამბიციების ტყვე ვაი კომუნისტები საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს რომ ვერ ხედავდნენ, სპობდნენ ყოველივე სასიკეთოს. როცა ადამინს მაღალი პოსტისათვის არ ყოფნის ტვინი მიუხედავდ კი იმის შეგნება, რომ ადგილი სხვა უფრო ჭკვიანს დაუთმო. სწორედ ეს არის კაცობრიობის პრობლემა, რომ არსება რაც უფრო უნიჭოა, მით უფრო ყოველგვარი ბინძური ხერხის გამოყენებით ცდილობს მაღალი პოსტის შენარჩუნებას, რადგან მის ტვინს რაც სასიკეთო აზროვნებად მოაკლდა ყოველგვარ ბინძურ და სამარცხვინო საქმედ გადაგვარდა. კაცობრიობას კი სიკეთის, სიყვარულის და პატიოსანი შრომით ბედნიერი ცხოვრების შექმნის რწმენა ასპეტაკებს. სწორედ ამგვარი რწმენა გვქონდა ჩვენ მაშინ და ვიმარჯვებდით კიდეც. - ზაქარას ერთი ამბავი გაახსენდა: - ხორბლის მოსავლის აღების დროს საველე კალოზე ზევიდან მოსული კონტროლიორები დიდი სიმკაცრით რაღაც ქაღალდებს ამოწმებდნენ. მისმა პაპამ ჰკითხათ, რას აკეთებთო? ვამოწმებთ მოსაპარად მეტს ხომ არ ტვირთავენო. შვილებო ამ კალოებიდან ადრე მე ურმით ხორბალს ვეზიდებოდი ჩასაბარებლად. გზად ღამეს სოფელში ვათევდი და მეორე დღეს ვაბარებდი. არ მიწონიდნენ და არც რაიმე საბუთს მაძლევდნენ, ნახევარი რომ მომეპარა, ვერავინ მომედავებოდა. ერთხელ ჩემმა ცოლმა მუჭით ხორბალი ქათმებს დაუყარა და კინაღამ მოვკალი. ისე ვუფრთხილდებოდით ხალხის ქონებას. რწმენა იყო საერთო სახალხო ქონების დაცვით საკუთარ ბედნიერ ცხოვრებას რომ ვემსახურებოდით. მაგ ქაღალდების ქექვით შეაჩერებთ ქვეყანაში გამძინვარებულ მომხვეჭელობას, მექრთამეობას და დატაცებას? თევზი თავიდან ყროლდება და ეს უბედურება დღემდეა გამჯდარი. ხალხს რწმენა წაართვით შვილოსა, ზევით მომხვეჭელი და უტვინო მექრთამეები რომ ზიან იმას მიხედეთ, თორემ რაც სასიკეთო შემოგვრჩა მაგასაც მოსპობენ კარიერის მოხვეჭის ჟინით შეპყრობილი ის არაკაცები! - რა წინასწარმეტყველური გამოდგა მაშინ პაპაჩემის ნათქვამი, - ფიქრში გართულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ისევ გაერია ჩავლილ დღეთა გახსენებას. ფიქრებში ჩაძირული ხმამაღლა ამოიძახებდა ხოლმე: - ხეპრე, მოღალატე ხრუშჩოვი, ბედოვლათი ბრეჟნევი; დეგენერატი, ნაძირალა გორბაჩოვი. ამგვარ ვახ, ოხის ამოძახილში დღევანდელობამდე მივიდა. - ამდენი ჭირ გამოვლილი ამას მაინც რას მოვესწარი. ქართველი კაცი წინაპართა სისხლით და ცრემლით მორწყულ ქართულ მიწას რომ გაყიდდა, რომელიც გნებავთ უცხოელზე, ამგვარი ვერაგობა ღალატშიც ვერ ეტევა! შემოყარეს ვიღაც უცხოელები და ახლა მანიაკების შიშით ბავშვები თავისუფლად ვერ გაუშვიათ სათამაშოდ. არადა რამხელა სიცრუით ყბედობა ეხერხებათ, ენით ზურგს იფხანენ. საბჭოთა კავშირის დაშლა მის ხალხებს უბედურებად ექცათ, ქართველებმა კი ყველაზე დიდი დოზით ვიმწარეთ ეს საშინელება, რაც დღემდე გრძელდება. საამისო რა დავაშავეთ კაცოო! - ამოიგმინა ზაქარამ. - ყველაფერი კი ეროვნული მოძრაობით დაიწყო, რომელშიც ევრო-ამერიკელებმა ურიეს ხელი და აამღვრიეს მისი უღელი, რომ ნაციონალების ბოროტებით შეანელეს სათავისოდ.

ფასისტი კაციჭამიები რომ არ დაესაჯათ და ფაშიზმი არ აეკრძალათ, უფრო საშინელ ბოროტებად აღორძინდებოდა. ჩვენთან კი პირიქით მოხდა. მათგან შეწუხებული ხალი ისე დაამხობდა ნაცისტების ძალაუფლებას, რომ მათ ხსენებასაც კი ამოძირკვავდა. ისევ მოხდა სასწაული. მათზე განაწყენებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უაღრესად აღშფოთებულ ხალხს ჩაუდგა სათავეში და დაამხეს ნაციონალების პარპაში. შვებით ამოვისუნთქეთ, ახლა პასუხი უნდა ეგოთ ჩადენილი საზარელი დანაშაულებებისათვის. ბიძინას შეპირებებით აღფრთოვანებულმა, რაც შემეძლო, მეც წავახმარე ხელი მის გამარჯვებას და, როგორც ყველა დაველოდე შეპირებული კეთილდღეობის ნელ-ნელა ამობრწყინებას.

ხალხის სამსჯავროს შიშით დამფრთხალი ნაციონალები ჯერ გაჩუმდნენ, ბიძინას მიერ შექმნილი პარტია - „ქართული ოცნებას“ პარაზიტი პარტიები შეაცოცდნენ და ისე სწოვდნენ მის ავტორიტეტს, როგორც ტკიპა სწოვს სისხლს ძროხას. ასე გაივსო პარლამენტი და მთავრობა „ქართული ოცნების“ ნიღბიანი პარაზიტი პარტიების წევრებით, ყველაფერი ნაციონალების სასიკეთოდ დალაგდა. რაღაც კოჰაბიტაცია მოიგონეს და ნაციონალებმაც ღრენას უმატეს. პარლამენტის თავჯდომარედ რესპუბლიკელი რომ გეყოლება, რის იმედი უნდა გქონდეს? ჰოდა, მოირგეს კიდეც სირცხვილად ლგბტ კანონი. შალახო, ბლუქუნა პარაზიტი პარტიებიდან მოხვეტილი ერის უბედურება მინისტრები; პლასტელინა პრეზიდენტი; უკუღმართთა სახალხოდ წოდებული დამცველი; სასამართლოს და სახელისუფლებო აპარატში შემორჩენილ ნაციონალებთან ჭიდილი და ტელეკომპანია რუსთავი-2 -ის აღვირახსნილი ჭენაობა, ამგვარად გაპაპაჯორებული „ქართული ოცნების“ ავტორიტეტის მაწოვარ პარაზიტ პარტიებს თავი ისე წარმოედგინათ, როგორც ძროხის სისხლით გაბერილ ტკიპას ძროხად. დანაშაულით დამძიმებული სააკაშვილი მისმა ევრო-ამერიკელმა მფარველებმა უკრაინის უბედურებად წაიყვანეს, საიდანაც უარესად ჩასვრილის წაყვანა და გარეცხვა გაუხდათ თავშისაცემად.

ქართული ოცნების ავტორიტეტის მაწოვარმა პარტიებმა და თვითონ ოცნების წევრად შემძვრალმა პარაზიტმა მომრავლებამ ისე დასცა მისი ავტორიტეტი რომ ფეხზე დგომა უჭირს. ნაცისტები კი ქართული ერის უბედურებად კვლავ წამოიმართნენ. - აუ, ეს ძალიან საშიშია! - ამოიღრიალა ზაქარამ. - გერმანელებმა ფაშიზმის დაავადების, ჭირს დიდი დანაკლისით დააღწიეს თავი.

„ქართული ოცნების“ ავტორიტეტის წოვას მოწყვეტილი მოხეტიალე რესპუბლიკელი და მისი მსგავსი პარტიებად წოდებული საცოდაობა ახლა ნაციონალებს აცოცდებიან რადგან ასეა აგებული მათი არსებობა.

ამდენი უბედურების კლანჭებში მყოფი საქართველო ნაცისტების აღვირახსნილ პარპაშს ვეღარ გადაიტანს! ეს არ უნდა მოხდეს! ამაზე განაწყენებული ვიყავი და არჩევნებზე არ წავედი. ეხლა კი ვისაც მივწვდები, ვურჩევ და მეც წავალ არჩევნებზე, რათა ქვეყანა დაღუპვისგან ვიხსნა!

ზაქარ! - ალაყაფის კართან შეგროვილი მევალეები იძახოდნენ. გველნაკბენივით წამოხტა და ყვირილით გაემართა მათკენ: - ნუ გეშინიათ, ვენახს გავყიდი და ვალს აუცილებლად გადავიხდი, ყველას უთხარით ზაქარა ვენახს ყიდისო! - ამგვარი ღრიალით და ხელების ქნევით გავარდა გარეთ. მევალეები აღარ დაელოდნენ, მიდიდნენ და გულისტკივილით ლაპარაკობდნენ: - ცხოვრება იგრე წახდა, რომ ზაქარას ვენახის გაყიდვასაც მოვესწარითო.

უკან გაბრუნებული ზაქარა კი თავჩაღუნული ბუტბუტებდა: - კოჰაბიტაციამ, ნაციონალი დამნაშავეების დაუსჯელობამ, შეპირებულის შეუსრულებლობამ და გაჭირვების კიდევ უფრო მომატებამ მთლად შემირყია „ქართული ოცნებისადმი“ რწმენა. ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში, ვენახის მოვლაღა მაცოცხლებდა. მაგრამ ესაც გამიჭირდა. შხამ-ქიმიკატებზე ფასების ზრდამ და მის შემოზიდვაში თაღლითების მომრავლებამ სულ გამტეხა წელშიო. იძულებული გავხდი რთვლამდე ვალით შემეწამლა. ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა დიდი რაოდენობით ვენახები რომ შეიძინეს, თავიაანთი და ახლად გამომცხვარ მემამულეთა ყურძენი დააბინავეს. ჩემნაირი აუარებელი გაჭირვებული კი ბედისანაბარა დარჩა. საწყალ ხალხს მთელი წლის იმედი ყუძენი ვერსად გაესაღებინა. დრო გადიოდა, მოსავალი დაღუპვისკენ მიექანებოდა; ხელისუფლება ევროპული გზის სამუდამო არჩევის სადიდებელს გალობდა.

გამოჩნდა ღვინის ქარხანა, რომელიც ყურძენს 70- თეთრად მიიღებდა. ამ ფასად ადრე არ ვაბარებდით, ახლა ლარი თითქმის რომ განახევრდა და ყველაფერზე ფასების მატებამ ლამის ცის თაღი გახიოს რაღა დაგვრჩებაო, შეწუხდა ხალხი. მაგრამ სულ არარაობას რას იზამდა. შორს მეზობელი რაიონის ბოლოში ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს და ისიც ორ დღეში დაიკეტებაო. ატყდა განგაში. რა მექნა მე და უამრავ ჩემს მსგავსს ჯიბეში ფულის მაგიერ ვალი რომ უჩხაოდა. მანქანის და მკრეფავებს ყურძნის ჩაბარების შემდეგ შევპირდი ფულის მიცემას და შუაღამისას მივადექით იმ გადაკარგულ ღვინის ქარხანას, უამრავ ყურძნით დატვირთულ ტრანსპორტს რომ მოეყარა თავი და ჩაბარება მეორე დღესაც საეჭვო ჩანდა. ღმერთმა უშველოს მძღოლს ვიღაც ნაცნობი გამოუჩნდა, ისიც მიდგა-მოდგა და როგორც იყო მანქანა „ჩორნი ხოდიდან“ შეაპარეს ქარხანაში. გავიხარე, მაგრამ ცოტა ხნით, 15 დღის შემდეგ ფულს ბანკში მიიღებთო და მომეკვეთა ფეხები. მე აღარაფერი მრჩებოდა, მაგრამ რა მიმეცა ამდენი მევალისათვის.

უცებ გაჩერდა. არა, ეხლა წყენა და საყვედურის დრო არ არის, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და მოვიცილოთ ნაცისტური ჭირი! - მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, ერბაშად ენერგიის მოზღვავება იგრძნო და თავი ამაყად ასწია. მაღლა მზის სხივები შარავანდედივით დამშვენებული დაპატრონებოდა მიდამოს.

14 ნოემბერი 2018 წელი