აქტუალური
სურსათის სააგენტო სუპერმარკეტების შემოწმებას იწყებს

sursatiდღეიდან სურსათის ეროვნული სააგენტო სუპერმარკეტების შემოწმებას იწყებს. მარეგულირებელმა ამ დროისთვის შემოწმება ხორცისა და რძის პროდუქტების კომპანიებში და სასაკლაოებზე განახორციელა. სააგენტოში აცხადებენ, რომ რამდენიმე კომპანიასთან იყო შენიშვნები, თუმცა ეს არ ყოფილა საერთაშორისო სტანდარტებთან კრიტიკულად შეუსაბამო ხარვეზი.

სააგენტომ კომპანიებს შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცა. ცნობისთვის: 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარება. 2011 წელს სურსათის მწარმოებელი 200 კომპანია შემოწმდება, საწყის ეტაპზე შემოწმებას ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლები გაივლიან.