საზოგადოება
მილიარდ-ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. მილიარდ-ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს, რომელიც ცუდი გადამხდელია, ვალს უხდის ის, ვინც კარგი გადამხდელია, არის სპეკულაცია.

მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ჩვენ ვეძებდით გზებს ამ საკითხის გადაჭრის. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად იკისრაქართუმ“. მადლობაქართუსდა მადლობა ბანკებს თანამშრომლობისთვის. ეს არ იყო იოლი, რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდაზე თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა მათ ჩვეულებრივად გაყიდეს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ხოლოქართუსთვისიყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდქართუსმხარდაჭერით განხორციელდება.