პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას განაპირობებს არა ბილბორდები პარტიული ბოსების სახეებით, არამედ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოები დოლარის კურსით!

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისევ შეისყიდა 10 მილიონი დოლარი, რის შედეგად ეროვნული ვალუტის კურსმა 1 დოლარზე 2,68 ლარამდე მოიმატა. ტაქტიკა - „ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან“ - ჯერჯერობით ამართლებს: ჯერ ლარი დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა, მაგალითად, 1 აშშ დოლარზე 2,50-დან 2,80 ნიშნულამდე, როგორც ბოლოს იყო, მერე კი ცოტათი იზრდება, მაგალითად, 2,70-მდე, და მოსახლეობა მშვიდდება.

მაშ ასე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 ნოემბრის სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა და მიწოდების საშუალო შეწონილმა კურსმა 2,6735 ლარი შეადგინა. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, არასაკმარისი სავალუტო რეზერვების შევსება დაკავშირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა. თუმცა, ეს უდავოდ დაკავშირებულია სრულიად გასაგებ სურვილთან, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურამდე ლარის კურსის დაცემა შეაკავონ. არჩევნებზე გამარჯვებას ხომ კანდიდატების ფოტოებიან ბილბორდებზე მეტად ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოები განსაზღვრავს ზედ გამოსახული დოლარის და ევროს კურსით ლარის მიმართ.