აქტუალური
საქართველო, შესაძლოა, ევროპასა და ამერიკას შუა ნაპრალში ჩავარდეს, რომელიც ყოველდღე ფართოვდება - საქინფორმი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 11 ნოემბერს პარიზში სიტყვით გამოვიდა ცერემონიაზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავს მიეძღვნა. „ქვეყნები, რომლებიც პირველ ადგილზე მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აყენებენ და სხვათა ინტერესებს უგულებელყოფენ, თავის მორალურ ღირებულებებს ანადგურებენ. ნაციონალიზმი - პატრიოტიზმის ღალატია!“, - განაცხადა, კერძოდ, მაკრონმა, რაც აღქმული იქნა, როგორც პასუხი მის გვერდით გაქვავებული სახით მჯდომი დონალდ ტრამპის ლოზუნგზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. კონგრესში შუალედური არჩევნების წინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა თავი ღიად გამოაცხადა ნაციონალისტად.

„ევროატლანტიკური“ საქართველო, რომელიც ერთი „ფეხით“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეყრდნობა, მეორეთი კი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, იძულებულია, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს არჩევანი ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ და ამერიკული ნაციონალიზმის ან ევროპული თანასწორობის იდეოლოგიით შეიარაღდეს. სხვაგვარად ის ამერიკის და ევროპის კონტინენტების ფილებს შორის „ტექტონიკურ ნაპრალში“ ჩავარდნით რისკავს, რომელიც ყოველდღე ფართოვდება. ხან - ღირებულებების, ხან - სანქციების, ხანაც მილსადენების ან ნატოს გამო...