სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.