აქტუალური
საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცესკო-ს წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.