უცხოეთი
ბრიტანეთის მთავრობა ოთხმა წევრმა დატოვა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ორმა მინისტრმა დატოვა. თანამდებობიდან გადადგნენ შრომის და პენსიების მინისტრი ესტერ მაკვეი, ასევე ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში სახელმწიფო მდივანი სუელა ბრავერმანი.

ბრიტანეთის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების პირობებს ვერ დაუჭერენ მხარს.

ესტერ მაკვეის წერილში აღნიშნულია, რომ შეთანხმება პატივს არ სცემს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს. მანამდე თანამდებობიდან გადადგნენ ე.წ. ბრექსიტის მინისტრი დომინიკ რააბი და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი, შაილეშ ვარა.

1tv.ge