პოლიტიკა
საქართველოში მოქმედებს ლაბორატორია, რომელშიც ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ! - საქინფორმი

     მზად ვართ, ჩვენი სიტყვები ფაქტებით დავამტკიცოთ - თბილისის გარეუბანში მოქმედებს მეორე ბაქტერიოლოგიური „ლუგარის ლაბორატორია“, რომელიც პირველზე გაცილებით უფრო სახიფათოა! იქ ნამდვილად ატარებენ ცდებს ცოცხალ ადამიანებზე და ქმნიან ვირუსებს მოსახლეობის მასობრივი ინფიცირებისთვის!

     ამ ვირუსების ცოტა ხნის წინ გამოყენების შედეგად მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 600 ათასმა ინფიცირებულმა საქართველოს მოქალაქემ, როგორც ზომბიმ, ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატს „რუსეთის მოძულეთა“ პარტიისაგან, რომლის ლიდერები მასობრივი მკვლელობების და წამებისთვის ციხეში სასჯელს იხდიან ან მართლმსაჯულებას უცხოეთში ემალებიან! ადეკვატურობადაკარგულმა ავადმყოფებმა ხმა მისცეს გრიგოლ ვაშაძეს - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ახლო წარსულში მოსკოვის მცხოვრებს და რუსეთის მოქალაქეს, რომლის ორივე ცოლი რუსეთის მოქალაქე იყო და რომლის წინასაარჩევნო კამპანიას რუსეთის 8 მოქალაქე - რუსი პოლიტტექნოლოგები წარმართავენ.

     მეორე „ლუგარის ლაბორატორია“, საიდანაც ხდება მსგავსი ეპიდემიების აფეთქებათა პროვოცირება, ისევე, როგორც პირველი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე მდებარეობს - კახეთის გზატკეცილზე №99-ში, სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში!

 

საქინფორმი
2018 წლის 16 ნოემბერი,
საქართველო, თბილისი